ბაიდენი: „ნავთობსადენზე თავდასხმაში რუსეთის მთავრობის მონაწილეობა არ იკვეთება, თუმცა შეტევა რუსეთიდან განხორციელდა“
11/05/2021 06:44:06 მსოფლიო
აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენი განცხადებით, ამერიკულ ნავთობსადენზე ჰაკერულ თავდასხმაში რუსეთის მთავრობის მონაწილეობა არ იკვეთება, თუმცა კიბერშეტევა რუსეთიდან განხორციელდა, რის გამოც ქვეყანას გარკვეული პასუხისმგებლობა მაინც ეკისრება.
შტატების პრეზიდენტმა ამერიკის უდიდეს ნავთობსადენზე კიბერთავდასხმა დაგმო.
ბაიდენის თქმით, ის ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას აპირებს, მაგრამ დრო და ადგილი ჯერჯერობით უცნობია.
თავდასხმა გუშინ დაფიქსირდა, რა დროსაც გამოსასყიდი მოითხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, რიგი მონაცემების გასაჯაროებით იმუქრებოდნენ.


