ფუკუშიმას ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა
11/05/2021 06:41:18 მსოფლიო
იაპონიაში, ფუკუშიმას ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა, რაც გაჩენილმა ხანძარმა განაპირობა. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთმა მძიმე დაზიანებები მიიღო.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქების დროს ქარხანაში 18 თანამშრომელი იმყოფებოდა.
ცეცხლი, სავარაუდოდ, თუთიის ოქსიდის წარმოების დროს გაჩნდა.
როგორც იუწყებიან, მომწამვლავი აირები ჰაერში არ დაფიქსირებულა.


