Accentnews.ge
“დრაკულას სასახლეში" ვაქცინაციის ცენტრი გაიხსნა

“დრაკულას სასახლეში" ვაქცინაციის ცენტრი გაიხსნა

11/05/2021 06:37:35 მსოფლიო

რუმინელებს ვაქცინის გაკეთება ცნობილი პერსონაჟის – “დრაკულას სასახლეში" შეუძლიათ. ვაქცინის გაკეთების შემთხვევაში სტუმრებს სასახლის უფასოდ დათვალიერებას სთავაზობენ.

ბრანის სასახლეში ვაქცინაციის ცენტრის გახსნით მთავრობა აცრის პოპულარიზაციას ცდილობს, რადგან გამოკითხვების თანახმად, რუმინელების 50% აცხადებს, რომ ვაქცინის გაკეთებისგან თავს შეიკავებს. ეს ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ამასთან, სასახლის თანამშრომლები იმედოვნებენ, რომ გადაწყვეტილება რეგიონში მეტ ტურისტს მოიზიდავს.

„ჩვენ რუმინელი ტურისტებისთვის ვმუშაობთ, რომლებიც შაბათ-კვირას ბრანის რეგიონში ატარებენ. თუმცა ვაქცინის გაკეთება, რა თქმა უნდა, ადგილობრივებსა და სასახლის თანამშრომლებსაც შეუძლიათ“, – ამბობს ბრანის სასახლის მარკეტინგის დირექტორი ალექსანდრუ პრიშუ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S