Accentnews.ge
თბილისის ნაწილს დენი დღეს მთელი დღით გაეთიშება – ქუჩების ჩამონათვალი

თბილისის ნაწილს დენი დღეს მთელი დღით გაეთიშება – ქუჩების ჩამონათვალი

11/05/2021 06:03:47 საზოგადოება

თბილისის ნაწილს დენი დღეს მთელი დღით გაეთიშება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

დენის მიწოდება შემდეგ ქუჩებს შეეზღუდებათ:

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, მოსკოვის გამზირის V კვარტლის, კახეთის გზატკეცილის, გარდაბნის გზატკეცილის, წმინდა ბარბარეს უბნის, ცისკარიშვილის (ნაწილობრივ), რევაზ მამისაშვილის, ნაკადულის, დადიანის, ქინძმარაულის, გრიგოლ ლორთქიფანიძის და ჯავახეთის ქუჩის მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნაკადულის (ნაწილობრივ) და ქინძმარაულის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის, დიმიტრი გულიას, გულუას, ისპაჰანლის, იოსებ გრიშაშვილის, შოთა ნიშნიანიძის და დიდი ხეივნის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მინდელის, ანა პოლიტკოვსკაიას, ზურაბ ანჯაფარიძის და ნუცუბიძის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S