
ნეთანიაჰუ: "ისრაელი უმკაცრესად უპასუხებს ღაზის სექტორიდან განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებს"
10/05/2021 19:33:31 მსოფლიო
ისრაელი უმკაცრესად უპასუხებს ღაზის სექტორიდან განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებს, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
„ჩვენ ვერ შევეგუებით თავდასხმებს ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენს დედაქალაქში, ჩვენს მოქალაქეებსა და სამხედროებზე. ჩვენზე თავდასხმა ძვირად დაუჯდებათ“, – აცხადებს ისრაელის პრემიერი.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში „ჰამასის“ სამხედრო ობიექტების დაბომბვა დაიწყო. მანამდე ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა.
შეგახსენებთ, რომ ისრაელში საქართველოს საელჩო თანამოქალაქეებს აფრთხილებს.
„დაბეჯითებით ვაფრთხილებთ ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, მიმდინარე წლის 10 მაისს ღაზას სექტორიდან, ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.დაიცავით უსაფრთხოების ზომები, თავი შეიკავეთ ქუჩაში გასვლისგან ! მოიკითხეთ რაკეტსაწინააღმდეგო თავშესაფარი თქვენს საცხოვრებელ ადგილთან ახლოს. არ გახვიდეთ აივანზე და მოერიდეთ ფანჯარასთან ყოფნას“, - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.