
თბილისის ქუჩები, რომლებსაც 18 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება
18/07/2019 04:05:16 სხვა, საზოგადოება
დღეს თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. "თელასი" ამის მიზეზად გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.
კრწანისის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, შოთა ნიშნიანიძის, მარაბდის და გორგასალის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გმირთა მოედნის, პეკინის გამზირის, იყალთოს, გამსახურდიას, ბახტრიონის, კოსტავას, დოლიძის და ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
12 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კასტელის და ნესტან-დარეჯანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
13 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ოთარ ლორთქიფანიძის, თამარაშვილის და უნივერსიტეტის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შანიძის, კეკელიძის, პეტრიაშვილის, მელიქიშვილის, ბარნოვის და ზალდასტანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის II მიკრორაიონის, სერგო წულაძის, ბერი გაბრიელ სალოსის, ბოგდან ხმელნიცკის, ნარგიზის, რუსუდანის, ციხისძირის, ივლეთის, თეთრიწყაროს და ბაქარაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის, დიღმის მასივის II კვარტლის და აკაკი ბაქრაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის და ქინძმარაულის ქუჩის მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, ნავთლუღის დასახლების, აეროპორტის დასახლების, აფრიკის დასახლების, ქინძმარაულის და ველისთავის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ვეკუას, აკაკი ვასაძის, შეშელიძის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), ნინოშვილის და ფოცხვერაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის და აღნიშნავს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.