ლუკა ჩიქოვანი რიდლი სკოტის House of Gucci-ში ითამაშებს
10/05/2021 13:11:03 საზოგადოება
მსახიობი ლუკა ჩიქოვანი რიდლი სკოტის ახალ ფილმში House of Gucci ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაციას მსახიობი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
იგი ფილმში ისეთ ვარსკვლავებთან ერთად გამოჩნდება, როგორებიც არიან: ალ პაჩინო, ლედი გაგა, ადამ დრაივერი, ჯარედ ლეტო და ა.შ.
House of Gucci-ს საყოველთაოდ აღიარებული ინგლისელი რეჟისორი რიდლი სკოტი იღებს და მისი სიუჟეტი ცნობილი მოდის სახლის მმართველი ოჯახის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული, კრიმინალური და ტრაგიკული ეპიზოდის შესახებ მოგვითხრობს.
ფილმის პრემიერა 2021 წლის 24 ნოემბრისთვის არის დაგეგმილი.


