Accentnews.ge
რა ეღირება საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ინტეგრირებული ბილეთების შემოსვლის შემდეგ – მერის მოადგილის კომენტარი

რა ეღირება საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ინტეგრირებული ბილეთების შემოსვლის შემდეგ – მერის მოადგილის კომენტარი

17/07/2019 19:42:12 სხვა, საზოგადოება

თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის თქმით, ინტეგრირებული ბილეთების შემოსვლის შემდეგ მოქალაქეებს, რომლებიც დღეს 2 გადახდას ახორციელებენ, მომავალში ამის გაკეთება ერთხელ მოუწევთ. 

“რაც შეეხება ტარიფს, აქ გაძვირებაზე არ არის საუბარი, აქ საუბარია იმაზე, რომ ინტეგრირდება (ბილეთები). მე თუ დღეს 50 თეთრს ვიხდი ერთ სატრანსპორტო საშუალებაში და მეორეში 80-ს და ორჯერ ვიხდი ამას, ერთხელ გადავიხდი 80+50 და ვიმგზავრებ იმ დროის განმავლობაში, რომელიც იქნება ამისთვის დადგენილი”,- აცხადებს მაია ბითაძე “საქმის კურსთან“ საუბრისას.

მისივე განმარტებით, ყველა ის შეღავათი, რომლითაც დღეს სარგებლობს მოსახლეობა, შენარჩუნდება, საუბარია სამგზავრო შეღავათებზე მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის, პენსიონერებისთვის და ა.შ. 

“თუმცა, აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ის ტარიფი, რაც დღეს თბილისში მოქმედებს, ამ რეფორმისა და ინვესტიციის გათვალისწინებით, ადეკვატური თანხა არ არის. თუმცა, სახელმწიფო დღეს როგორც ასუბსიდირებს ამ 50–თეთრიან ტარიფს, მომავალშიც მოხდება იმ სოციალური მდგომარეობის გათალისწინება, რომელიც საქართველოში არსებობს”,- აცხადებს მაია ბითაძე “საქმის კურსთან“ საუბრისას.

ცნობისთვის: ინტეგრირებული ბილეთების შემოღება 2021 წლის ზაფხულისთვის არის დაგეგმილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S