Accentnews.ge
ფაშინიანის კორტეჟის მანქანა ავარიაში მოყვა

ფაშინიანის კორტეჟის მანქანა ავარიაში მოყვა

10/05/2021 11:46:50 კავკასია

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის - ნიკოლ ფაშინიანის კორტეჟის ერთ-ერთი მანქანა ავტოავარიაში მოყვა.

სომხური მედიის ცნობით, ინციდენტი ერევანში, ხორონაცისა და ვაზგენ სარგსიანის ქუჩების კვეთაზე მოხდა. ორმა პირმა - ქალმა და მამაკაცმა სხეულის მსუბუქი დაზიანებები მიიღეს, ორივე კლინიკაშია მოთავსებული.

როგორც Armtimes.com პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, შსს-ში შევიდა შეტყობინება «Nissan»-სა და «Mercedec»-ის მარკის ავტოების შეჯახების თაობაზე.

შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ფოტოებზე წაქცეული მოპედიც ჩანს. აქედან გამომდინარე, ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ მომხდარის შედეგად დაშავებულებს შორის შესაძლოა, მიწოდების სამსახურის თანამშრომელიც ფიგურირებდეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S