
შეფასების ისტორიული მინიმუმი - IRI–ს რესპონდენტთა 59% მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს
17/07/2019 18:10:53 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
ტელეკომპანია "რუსთავი 2"–მა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის შედეგები მოიპოვა, რომელიც IRI–ს ჯერ არ განუსაჯაროებია.
კვლევის შედეგების მიხედვით, რესპონდენტთა 59% მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს, ხოლო 35% - დადებითად.
ექს–პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მთავრობის შემდეგ, ეს მთავრობის საქმიანობის შეფასების ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.
კვლევა 20 ივნისამდე ჩატარდა. სულ გამოიკითხა 1500 რესპონდენტი.