Accentnews.ge
WSJ: აშშ-მა ავღანეთიდან გაყვანილი ჯარები შესაძლოა, უზბეკეთსა და ტაჯიკეთში განათავსოს

WSJ: აშშ-მა ავღანეთიდან გაყვანილი ჯარები შესაძლოა, უზბეკეთსა და ტაჯიკეთში განათავსოს

10/05/2021 09:48:03 მსოფლიო

აშშ-ის ხელისუფლება ავღანეთიდან გაყვანილი ჯარების ცენტრალური აზიის ქვეყნებში, კერძოდ უზბეკეთსა და ტაჯიკეთში განთავსების შესაძლებლობას განიხილავს, - იუწყება "The Wall Street Journal" ამერიკის სამხედრო სარდლობაში თავის წყაროზე დაყრდნობით.

მისი ინფორმაციით, აშშ-ს სურს, ჯარის გაყვანის შემდეგაც განაგრძოს ავღანეთის მთავრობის მხარდაჭერა თალიბებისა და სხვა ექსტრემისტების შეკავების მიმართულებით, ამ მიზანს კი ყველაზე მეტად ავღანეთის მოსაზღვრე ქვეყნებში ჯარების განთავსება მიესადაგება. თუმცა რუსეთის საგრძნობი სამხედრო წარმოდგენილობა და რეგიონში ჩინეთის გავლენის ზრდა ცენტრალურ აზრიაში ამერიკული ბაზების განთავსების ამოცანას მნიშვნელოვნად ართულებს, - აღიარებენ ოფიციალური პირები.

სხვა ალტერნატივებად ამერიკული სარდლობა ჯარების სპარსეთის ყურის ქვეყნებში გადასროლას, ან რეგიონში ავიამზიდის განთავსებას განიხილავს.

როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, ამერიკული ჯარი ავღანეთს საბოლოოდ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების მე-20 წლისთავისთვის დატოვებს. თუმცა როგორც WSJ-ს წყარო ირწმუნება, ჯარების გაყვანა შესაძლოა, წინმსწრებად - უკვე 2021 წლის ივლისში დასრულდეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S