ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის ადგილის მოძიება გამარტივდა, „სინოფარმზე“ რამდენიმე ადგილი რეგიონებშია დარჩენილი
10/05/2021 08:04:40 საზოგადოება
ვაქცინაციაზე დასარეგისტრირებლად შექმნილ ჯანდაცვის სამინისტროს შექმნილ ვებ-გვერდზე თავისუფალი ადგილების ძიება გამარტივდა. მომხმარებელს ვებგვერდზე ჯავშნის სტატუსში "თავისუფალის" მონიშვნის შემდეგ მხოლოდ იმ რაიონულ ცენტრებსა და კლინიკებს უჩვენებს, სადაც ჯერ კიდევ რჩება ადგილები.
"სინოფარმით" ვაქცინაზე რეგისტრაციისთვის თავისუფალი ადგილები დარჩენილია:
- აჭარაში,
- რაჭა-ლეჩხუმ–ქვემო სვანეთში,
- სამეგრელო–ზემო სვანეთში
- სამცხე-ჯავახეთში.
ადგილები აღარაა:
- თბილისში,
- კახეთში,
- მცხეთა-მთიანეთში,
- იმერეთში,
- ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში.
საქართველოში ვაქცინაცია რისკჯგუფებისთვის 15 მარტიდან დაიწყო, 18 წელს გადაცილებული ყველა მოქალაქისთვის კი 4 მაისიდან. 8 მაისის მდგომარეობით, ჯამურად ჩატარდა 58 533 აცრა და სრულად ვაქცინირებულია 9512 ადამიანი.


