
IRI – რესპონდენტთა უმეტესობა პრემიერის საქმიანობას უარყოფითად აფასებს
17/07/2019 18:02:01 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
ტელეკომპანია "რუსთავი 2"–მა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის შედეგები მოიპოვა, რომელიც IRI–ს ჯერ არ განუსაჯაროებია.
IRI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა მხოლოდ 33%-ს მოსწონს პრემიერ–მინისტრის საქმიანობა, ხოლო 56% კი მთავრობის მეთაურის საქმიანობას უარყოფითად აფასებს.
კვლევა 20 ივნისამდე ჩატარდა. სულ გამოიკითხა 1500 რესპონდენტი.