კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისსა და ერთ რეგიონში გამოვლინდა
10/05/2021 06:55:50 საზოგადოება
გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 549 ახალი შემთხვევიდან ნახევარზე მეტი თბილისზე მოდის. კერძოდ, კოვიდ–ინფიცირების ახალი შემთხვევები ქვეყნის მასშტაბით შემდეგნაირად ნაწილდება:
თბილისში გამოვლენილია 300 შემთხვევა,
აჭარა – 77,
იმერეთი – 43,
ქვემო ქართლი – 22,
შიდა ქართლი – 9,
გურია – 9,
სამეგრელო – ზემო სვანეთი – 45,
კახეთი – 16,
მცხეთა-მთიანეთი – 11,
სამცხე-ჯავახეთი – 7,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 10.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 709, საიდანაც: 4 481 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმეა 924 პაციენტის მდგომარეობა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 197 პირი.
784 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 10 444 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 69 ადამიანი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 30 655 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 23 162 პირი, აჭარაში – 1 816, იმერეთში – 1 256.


