Accentnews.ge
ქარი, ელჭექი, მთაში თოვლი – სინოპტიკოსების პროგნოზი

ქარი, ელჭექი, მთაში თოვლი – სინოპტიკოსების პროგნოზი

10/05/2021 06:08:02 საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომდევნო დღეების განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიკლებს.

აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში დღეს ძლიერი ქარია მოსალოდნელი. თბილისში ტემპერატურა 17 გრადუსამდე დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში სინოპტიკოსები წვიმასა და ელჭექს, მთაში კი თოვლსა და ქარბუქს ვარაუდობენ.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 12 მაისიდან ტემპერატურა მთელი ქვეყნის მასშტაბით ისევ მოიმატებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S