Accentnews.ge
კლინიკის ყოფილი ხელმძღვანელი, სადაც ნავალნი მკურნალობდა, ტყეში გაუჩინარდა

კლინიკის ყოფილი ხელმძღვანელი, სადაც ნავალნი მკურნალობდა, ტყეში გაუჩინარდა

10/05/2021 06:04:45 მსოფლიო

ომსკის ცენტრალური კლინიკის ყოფილი მთავარი ექიმი, სადაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი მოწამვლის დროს მკურნალობდა, ტყეში გაუჩინარდა,- იუწყება “ტვ დოჟდი”.

მედიასაშუალების ინფორმაციით, ალექსანდრ მუხაროვსკი, რომელიც ახლა რეგიონის ჯანდაცვის მინისტრია, 7 მაისს გაუჩინარდა. ის საკუთარი კვადროციკლით ტყეში წავიდა, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ კონტაქტზე აღარ გამოვიდა. მოგვიანებით მისი კვადროციკლი ჭაობში იპოვეს, თუმცა სად არის თავად მუხაროვსკი ამ დრომდე უცნობია.

თავდაპირველად მუხაროვსკის მისი ახლობლები ეძებდნენ, თუმცა შემდეგ პოლიციას მიმართეს. სამძებრო სამუშაოებში პოლიციას გარდა, ჩართულია სამაშველო სამსახური, ვერტმფრენი და ასევე ადგილობრივი მოხალისეებიც.

აღსანიშნავია, რომ მანამდე, ომსკის საავადმყოფოს ორი ექიმი გარდაიცვალა. სერგეი მაქსიმიშინი უშუალოდ მოწამლულ ნავალნის მკურნალობდა, თუმცა 5 თებერვალს ის მოულოდნელად გარდაიცვალა. მოგვიანებით, მარტში გარდაიცვალა კიდევ ერთი ექიმი, რომელიც ერთ-ერთ განყოფილებას ხელმძღვანელობდა და მთავარი ექიმის მოადგილე იყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S