
რუსმა ჰაკერებმა აშშ-ში ნავთობსადენზე კიბერშეტევა მიიტანეს – რამდენიმე შტატში საგანგებო მდგომაროება გამოცხადდა
10/05/2021 05:56:24 მსოფლიო
რუსმა ჰაკერებმა აშშ-ში ნავთობსადენზე კიბერშეტევა მიიტანეს. კიბერშეტევის შედეგად მუშაობა შეწყვიტა ნავთობსადენმა, რომელიც ნავთობით უზრუნველყოფს აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს მოსახლეობის 45 პროცენტს. ამერიკული მედია წერს, რომ კიბერთავდასხმამ შესაძლოა, საწვავის მიწოდება შეაფერხოს და ფასების ზრდა გამოიწვიოს.
CNN–ის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით აშშ-ის ტრანსპორტის დეპარტამენტმა რამდენიმე შტატში საგანგებო მდგომაროება გამოაცხადა. აღნიშნული რეჟიმის ფარგლებში ამ შტატებში საწვავის ტრანსპორტირება ალტერანტიული გზებით უნდა მოხდეს. საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, მათ შორის, ალაბამაში, არკანზასში, ჯორჯიაში, ლუიზიანასა და ნიუ–იორკში.
როგორც გამოცემა იუწყება, მომხდარის უკან ჰაკერული დაჯგუფება „დარქ საიდი" დგას.
ამერიკული მედიის ცნობით, ჰაკერებს ნავთობსადენის მფლობელი კომპანიის მონაცემები ჩაუვარდათ ხელში, რომელთა ნაწილი ახლა დაბლოკილია და თავდამსხმელი ჰაკერები მათგან გამოსასყიდს ითხოვენ.