Accentnews.ge
საქართველოში „ასტრაზენეკას“ მეორე დოზით ვაქცინაციაზე რეგისტრაცია დღეიდან იწყება

საქართველოში „ასტრაზენეკას“ მეორე დოზით ვაქცინაციაზე რეგისტრაცია დღეიდან იწყება

10/05/2021 05:49:42 საზოგადოება

საქართველოში „ასტრაზენეკას“ მეორე დოზით ვაქცინაციაზე რეგისტრაცია დღეიდან იწყება.

იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაკეთებული აქვთ, სარეგისტრაციო პორტალი 5 მაისიდან გაიხსნა.

მოქალაქეებს შეუძლიათ, მეორე დოზის გასაკეთებლად დარეგისტრირდნენ ნებისმიერ დაწესებულებაში პირველი აცრიდან 4-12 კვირის ინტერვალში.

საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე პარტია - 43 000 დოზა 6 მაისს ჩამოვიდა. ვაქცინების ანალოგიური რაოდენობის პირველი პარტია ქვეყანამ 13 მარტს მიიღო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S