
IRI – რესპონდენტთა უმეტესობა ხელისუფლების მთავარ მიღწევად „არაფერს“ ასახელებს
17/07/2019 17:51:11 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
ტელეკომპანია "რუსთავი 2"–მა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის შედეგები მოიპოვა, რომელიც IRI–ს ჯერ არ განუსაჯაროებია.
კითხვაზე, დაასახელეთ ხელისუფლების მთავარი მიღწევა, შედეგები ასე გადანაწილდა:
რესპონდენტთა 35% –ის პასუხია : „არაფერი“
რესპონდენტთა 15% –ის პასუხია : „ჯანდაცვა“
რესპონდენტთა 4% –ის პასუხია : „ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი“
რესპონდენტთა 4% –ის პასუხია: „სიტყვის თავისუფლება“
რესპონდენტთა 3% –ის პასუხია: „ინფრასტრუქტურა“
კვლევა 20 ივნისამდე ჩატარდა. სულ გამოიკითხა 1500 რესპონდენტი.