არველაძე:"პირდაპირ მერის თანამდებობაზე ფიქრი არ იქნებოდა სწორი, გამგეობაში და საკრებულოში მუშაობის გამოცდილება გვჭირდება"

09-05-2021 21:26:50 ციტატა

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი შოთა არველაძე "ფეისბუქზე" გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის თბილისის მერობისთვის კენჭს იყრის.

"სულ რამდენიმე დღით ვარ თბილისში და ტაქსის მძღოლები მეკითხებიან, ვაპირებთ თუ არა ავტომანქანებზე თეთრი ფერის შეცვლას. არადა თეთრი ფერი მომწონს, მართლა მომწონს.

მეც და ჩემს ძმებსაც გვაქვს საქმე, რომელსაც ათწლეულებია ვემსახურებით და ასე ვაპირებთ მომავალშიც. თანაც, პირდაპირ მერის თანამდებობაზე ფიქრი არ იქნებოდა სწორი, ჯერ გამგეობაში და საკრებულოში მუშაობის გამოცდილება გვჭირდება.

P.S. იქნებ კიჭა მაინც დავითანხმოთ ".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები