
IRI – რესპონდენტთა 66% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება
17/07/2019 17:50:28 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
ტელეკომპანია "რუსთავი 2"–მა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის შედეგები მოიპოვა, რომელიც IRI–ს ჯერ არ განუსაჯაროებია.
კვლევის შედეგების თანახმად, რესპონდენტთა 66% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 23% კი აცხადებს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.
კვლევა 20 ივნისამდე ჩატარდა.