Accentnews.ge
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 1000–ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 1000–ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

09/05/2021 06:52:06 საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 1000–ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. კერძოდ, დაავადება 1089 პირს დაუდგინდა. ვირუსით 18 პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 1 489 ადამიანი.

ბოლო 24 საათში 18 662 ტესტი ჩატარდა, მათ შორის 9 952 ანტიგენი და 8 710 - PCR.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 5.84 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.98%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.55%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 089 ახალი შემთხვევიდან თბილისში დადასტურდა 607.

რაც შეეხება რეგიონებს:

  • აჭარა - 102,
  • იმერეთი - 108,
  • ქვემო ქართლი - 82,
  • შიდა ქართლი - 24,
  • გურია - 22,
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 83,
  • კახეთი - 23,
  • მცხეთა-მთიანეთი - 25,
  • სამცხე-ჯავახეთი - 7,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 321 919 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 300 989 პირი გამოჯანმრთელდა, 4 281 პაციენტი გარდაიცვალა.

ქვეყანაში სულ აცრილია – 61 319 ადამიანი, დღიურად აცრილია – 2 765.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S