ამირან გამყრელიძე: "მომავალ კვირაში თბილისში ვაქცინის მიწოდების დეფიციტი აღარ უნდა გვქონდეს"
08/05/2021 19:28:48 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძეაცხადებს, რომ უნდა გაფართოვდეს ვაქცინისადმი ხელმისაწვდომობა, რომ ადამიანებს არ სჭირდებოდეთ აცრისთვის თბილისიდან წასვლა რეგიონებში.
„45 000 ადამიანია დამატებით ამ თვის ბოლომდე აცრებზე ჩაწერილი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. უნდა გავაფართოოთ ხელმისაწვდომობა, რომ ადამიანებს არ სჭირდებოდეთ აცრისთვის თბილისიდან წასვლა დუშეთში, თიანეთში, გურჯაანში და ა.შ. იქ უნდა აიცრას ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა.
მე ვფიქრობ, მომავალ კვირაში ჩვენ თბილისის საკითხი წესით და რიგით უნდა მოვაგვაროთ. მიწოდების დეფიციტი თბილისში აცრებზე აღარ უნდა გვქონდეს“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას ამირან გამყრელიძემ.


