ქაბულში, სკოლასთან მომხდარ აფეთქებას ათობით ბავშვი ემსხვერპლა
08/05/2021 17:47:02 მსოფლიო
სულ მცირე, 25 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაიჭრა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, ერთ-ერთ სკოლასთან მომხდარი აფეთქების შედეგად.
ქვეყნის შს სამინისტროს განცხადებით, აფეთქება ადგილობრივი დროით საღამოს 4 საათსა და 27 წუთზე, სიედ ალ-შაჰდას სკოლასთან, ქაბულის დასავლეთში მდებარე, ძირითადად შიიტებით დასახლებულ უბანში მოხდა. დაღუპულთა უმეტესობა მოსწავლეები არიან, ამბობს არიანი და დასძენს, რომ მსხვერპლის რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება.
განათლების სამინისტროს პრესმდივანმა სააგენტო "როიტერს" უთხრა, რომ სკოლაში როგორც ბიჭები, ისე გოგონები სწავლობენ და ისინი სხვადასხვა ცვლაში დადიან, მეორე ცვლა ქალი მოსწავლეებისაა. პრესმდივნის თქმით, დაჭრილთა შორის უმრავლესობას სწორედ გოგონები შეადგენენ.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ–ჯერობით არავის აუღია. "თალიბანის" პრესმდივანმა ზაბიულა მუჯაჰიდმა უარყო ინციდენტში ჯგუფის მონაწილეობა და თავდასხმა დაგმო.


