Accentnews.ge
მუსლიმ სამხედროებს მინიატურული წმინდა წიგნი გადაეცათ

მუსლიმ სამხედროებს მინიატურული წმინდა წიგნი გადაეცათ

08/05/2021 13:54:26 თავდაცვა, რეკლამა

თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებს ყურანის მინიატურული წიგნებიდაურიგდათ. ყურანი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით დაიბეჭდადა თავდაცვის ძალების ყველა სამხედრო ქვედანაყოფში გადანაწილდა.

სენაკში, დასავლეთ სარდლობის მეორე ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზაზე,ჯარისკაცებისთვის ყურანის გადაცემის ღონისძიებას თავდაცვის ძალებისდასავლეთის სარდალი ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია და საქართველოს მუფთიადამ შანთაძე დაესწრნენ.

ყურანის გადაცემის შემდეგ, მუფთმა სამხედრო მოსამსახურეები დალოცა,მოახლოებული რამადან ბაირამი მიულოცა და წარმატებები უსურვა.მინიატურული ყურანი საველე პირობებზეა მორგებული, კომპაქტური და დრეკადია.მისი ყდა კომუფლირებულია.

სამინისტროს ინიციატივით, თავდაცვის ძალების მართლმადიდებელ ქრისტიანსამხედრო მოსამსახურეებს გიორგობის დღესასწაულზე უკვე გადაეცათ მინიატურულიწმინდა წიგნები „ახალი აღთქმა“. 603-გვერდიან წმინდა წიგნს ქართული ჯარისშესახებ საქართველოს პატრიარქის სიტყვა უძღვის. ახალი აღთქმის, 4სახარების, ეპისტოლეებისა და ფსალმუნების გარდა, წმინდა წიგნი მოიცავსსამხედრო ფიცს, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს, საუფლო ლოცვას - 10 მცნება,მრწამსს, 9 ნეტარებას, ასევე ქართველი მეფეების - ვახტანგ გორგასლისა დადავით აღმაშენებლის მიმართვებს ქართული ლაშქარისადმი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S