„საქართველოს მთელი ჰიდრო რესურსებისწინააღმდეგ მიმდინარეობს საწინააღმდეგო კამპანია, რაც საბოლოოდ აზიანებს ქვეყანას“
08/05/2021 09:08:07 ეკონომიკა
„საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრეებს შორის პირველ ადგილზე წყალი და მასთან დაკავშირებული რესურსებია, რამაც შეიძლება ქვეყანა კონკურენტუნარიანად აქციოს საერთაშორისო ასპარეზზე. დღეს ჰესების წინააღმდეგ მიზანმიმართული აგრესია და ანტიპიარი მიმდინარებს, რომლის უკანაც იოლი მისახვედრია ვისი ინტერესები დგას“ - განაცხადა საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელმა თორნიკე შარაშენიძე.
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრში გაიმართა დისკუსია თემაზე ქვეყნის ენერგეტიკულიუსაფრთხოება და რუსული ინტერესები. მრგვალიმაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ დარგის ექსპერტები, რომელთაც ქვეყანაში ჰიბრიდული ომის ნიშნებზე და ენერგეტიკის სფეროში მიზანმიმართულ ანტიპიარზე ისაუბრეს.
შარაშენიძის განმარტებით, საქმე არ ეხება მხოლოდ ნამახვანჰესს. ის წინააღმდეგობა, რაც მთელი ჰიდრორესურსებისკენაა მიმართული ქვეყანასგრძელვადიან პერსპექტივაში დააზარალებს.
როგორც შარაშენიძემ განაცხადა, ის მოსაზრება, რომ საქართველოს შეუძლია აქცენტი გააკეთოს მზისა და ქარის ენერგიზე და ამით უზრუნველყოს ქვეყნის ენერგომოხმარება, საზოგადოების შეცდომაში შეყვანაადა მსოფლიოში სულ რამოდენიმე ქვეყანაა, ვინც ამას მიაღწია.


