Accentnews.ge
ბრიტანეთმა 12 ქვეყანა "მწვანე" სიაში შეიყვანა

ბრიტანეთმა 12 ქვეყანა "მწვანე" სიაში შეიყვანა

08/05/2021 07:15:43 მსოფლიო

დიდმა ბრიტანეთმა 12 ქვეყანა "მწვანე" სიაში შეიყვანა. გადაწყვეტილების მიხედვით, მოგზაურობის მსურველებს, რომლებიც ინგლისში მწვანე სიაში შეყვანილი ქვენებიდან დაბრუნდებიან, სავალდებულო კარანტინის გავლა არ მოუწევთ. გადაწყვეტილება ძალაში 17 მაისიდან შევა.

"მწვანე სიაში" შესულია პორტუგალია, ისრაელი, გიბრალტარი, სინგაპური, ავსტრალია, ახალი ზელანდია და კიდევ 6 ქვეყანა. ამ ქვეყნებიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს ინგლისში სავალდებულო კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ.

"მწვანე სიის" გარდა ინგლისში შემსვლელთავის კიდევ რამდენიმე ფერი მოქმედებს - ქარვისფერი და წითელი ქვეყნების სია. ამ ქვეყნების სტატუსი გარკვეულწილად დამოკიდებულია თითოეულ ქვეყანაში COVID-19-ის შემთხვევების რაოდენობაზე და ვაქცინების გავრცელების წარმატებაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S