კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისსა და სამ რეგიონში გამოვლინდა
08/05/2021 08:03:20 საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის 1564 შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსისგან განიკურნა 693 ადამიანი, 18 გარდაიცვალა.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.71 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.84%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.71%.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 384 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 341 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 043 PCR ტესტით.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 564 ახალი შემთხვევიდან განაწილება დედაქალაქსა და რეგიონებში ასეთია:
თბილისი - 900
აჭარა - 105
იმერეთი - 162
ქვემო ქართლი - 72
შიდა ქართლი - 52
გურია - 36
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 115
კახეთი - 64
მცხეთა-მთიანეთი - 31
სამცხე-ჯავახეთი - 18
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 9.
პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირდა 320 830 ადამიანი, მათგან გამოჯანმრთელდა 299 500, ხოლო გარდაიცვალა 4 263 პაციენტი.


