
ჟდანოვი ნავალნის "კორუფციასთან ბრძოლის ფონდის" საქართველოში გადასვლას უარყოფს
07/05/2021 18:01:41 პოლიტიკა
რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მიერ დაფუძნებული "კორუფციასთან ბრძოლის ფონდის" საქართველოში გადასვლის შესახებ ინფორმაცია ფეიქია, - განუცხადა ტელეკომპანია "დოჟდს" ფონდის ხელმძღვანელმა ივან ჟდანოვმა.
"საქართველოში მართლაც ისვენებს ჩვენი რამდენიმე თანამშრომელი,მაგრამ ჩვენ მათ პირად ცხოვრებას არ ვაკონტროლებთ» - განაცხადა ჟდანოვმა.
ინფორმაცია ნავალნის ფონდის საქართველოში გადასვლის შესახებ რუსულმა გამოცემა РБК-მ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა. მისი მონაცემებით, საქართველოში უკვე ჩავიდა ფონდის რამდენიმე თანამშრომელი, მათ შორის - გიორგი ალბუროვი, რუსლან შავედდინოვი და რამდენიმე ტექნიკური თანამშრომელი.
«ისინი [ფონდი - რედ.] სტუდიის ჩამოყალიბებას გეგმავენ, მთელი «Навальный LIVE» ან თბილისშია, ან მის შემოგარენში, საქართველოში გადააქვთ მოსკოვის სტუდიიდან ტექნიკაც, რათა იქიდან გავიდნენ ეთერში», - განაცხადა წყარომ.
მანამდე ტელეგრამ-არხმა SOTA თავის წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოში ნავალნის ფონდის 40-მდე საკვანძო თანამშრომელი გადაბარგდა. "მათ რუსეთი სამართლებრივი დევნისა და რეპრესიების საფრთხის ფონზე დატოვეს" - იუწყებოდა SOTA.