მედია: ნავალნის ანტიკორუფციული ფონდი მუშაობას საქართველოდან გააგრძელებს
07/05/2021 16:40:39 მსოფლიო
რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მიერ დაფუძნებული ანტიკორუფციული ორგანიზაცია KBF მუშაობას საქართველოდან გააგრძელებს, ვინაიდან ორგანიზაციას რუსეთის სასამართლომ ექსტრემისტული ორგანიზაციის საბაბით საქმიანობა აუკრძალა.
გამოცემა RBC საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ KBF-ის რამდენიმე წარმომადგენელი საქართველოში უკვე გადავიდა, მათ შორის გეორგი ალბუროვი, რუსლან შავედინოვი და ტექნიკური პერსონალი. თბილისში აგზავნიან ტექნიკას მაუწყებლობის ორგანიზების მიზნით.
სტუდია მოეწყობა თბილისში, ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე.


