Accentnews.ge
ჯანმო-მ "სინოფარმს" ავტორიზაცია მიანიჭა

ჯანმო-მ "სინოფარმს" ავტორიზაცია მიანიჭა

07/05/2021 15:35:43 საზოგადოება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური წარმოების ვაქცინა "სინოფარმს" ავტორიზაცია მიანიჭა. გადაწვყეტილება დღეს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამართულ ბრიფინგზე გამოცხადდა.

„ვაქცინები რჩება სასიცოცხლო მნიშვნელობის იარაღად, თუმცა ახლა პანდემიის დასასრულებლად ვაქცინის მოცულობა, დისტრიბუცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომების თანმიმდევრული და მიზანმიმართული გამოყენების გარეშე არასაკმარისია“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან ავტორიზაციის შემდეგ, ჩინური ვაქცინა „კოვაქსის“ პროგრამაში ჩაერთვება, რომელიც ვაქცინებით დაბალშემოსავლიანი ქვეყნების მომარაგებას ითვალისწინებს.

„სინოფარმი“ მეექვსე ვაქცინაა, რომლის უსაფრთხოება, ეფექტურობა და ხარისხი ჯანმო-ს მიერაა დამტკიცებული.

საქართველომ „სინოფარმის“ ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი 4 მაისს დაიწყო.

რაც შეეხება „სინოვაკის“ ვაქცინას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი არნო დიდიელორენი აცხადებს, რომ მწარმოებლისგან დამატებითი ინფორმაცია მოითხოვეს და პასუხს ელოდებიან.

„ჩვენ დავიწყეთ „სინოვაკისგან“ მიღებული ანგარიშის შესწავლა. ჩვენ წერილობით მოვითხოვეთ დამატებითი ინფორმაცია მწარმოებლისგან და ველოდებით პასუხს. ეს არის მონაცემების შეფასების პროცესის ნაწილი. ჩვენ გვქონდა მიზეზი, მოგვეთხოვა დამატებითი ინფორმაცია. ვიმედოვნებთ, ვიხილავთ მას, რომ გავცეთ რეკომენდაცია ამ კონკრეტულ ვაქცინასთან დაკავშირებით“, – განაცხადა არნო დიდიელორენმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S