Accentnews.ge
"მიუღებელია ის ბულინგი, რომელსაც ინგა გრიგოლიას მიმართ ახორციელებენ, მინდა, მხარი დავუჭირო მას"

"მიუღებელია ის ბულინგი, რომელსაც ინგა გრიგოლიას მიმართ ახორციელებენ, მინდა, მხარი დავუჭირო მას"

17/07/2019 14:40:26 სხვა, სამართალი

შს მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მისთვის ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას წინააღმდეგ მიმართული ბულინგი, რომელიც  სოციალურ ქსელებში მასთან ინტერვიუს შემდეგ დაიწყო, სრულიად მიუღებელია.

“მე მინდა, ერთმნიშვნელოვნად ხაზი გავუსვა და მხარი დავუჭირო ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას. ჩემთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო მასთან ეთერში მისვლა და აბსოლუტურად მიუღებელია ის ზეწოლა და ბულინგი, რომელსაც მასზე ახორციელბენ. მინდა მადლობა გადვუხადო მწვავე დისკუსიისთვს, სადაც მე მქონდა საშუალება, ჩემი აზრი გამომეთქვა”, – განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის: 11 ივლისს საავტორო გადაცემაში "რეაქცია" ინგა გრიგოლიას სტუმარი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია იყო. ინტერვიუს შემდეგ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, მხარდამჭერები და აქტივისტები სოციალურ ქსელში ჟურნალისტს შეურაცხყოფას აყენებენ. მათ შორის იყო რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, რომელმაც მოგვიანებით მისი საქციელის გამო ბოდიში მოიხადა. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S