„კომენდანტის საათი“ ამ ეტაპზე არ მოიხსნება
07/05/2021 10:45:07 საზოგადოება
„კომენდანტის საათი“ ამ ეტაპზე არ მოიხსნება.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თემის კომენტირებისას განმარტა, შესაბამისი რესურსი ამ დროისთვის არ არსებობს.
„ე.წ. კომენდანტის საათის მოხსნის რესურსი ამ ეტაპზე არ არსებობს. ვინაიდან ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ მესამე ტალღის პიკის მაჩვენებელი იქნება და აქედან გამომდინარე, ჩვენ უზრუნველვყოფთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის უსაფრთხოებას“,– განაცხადა ტიკარაძემ.
ცნობისთვის: ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსის გავრცელების პიკს მაისის შუა რიცხვებისთვის პროგნოზირებს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის შეფასებით კი პიკში უკვე შევედით და მისი ხანგრძლივობა იმაზეა დამოკიდებული, რამდენად დაიცავენ მოქალაქეები რეკომენდაციებს.
შეგახსენებთ იმასაც, რომ მომავალი კვირიდან საკოორდინაციო საბჭო ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის შეღავათების განსაზღვრაზე იმსჯელებს. მათ შორს, შესაძლოა, იყოს ღია სივრცეში პირბადის მოხსნისა და „კომენდანტის საათის“ დროს გადაადგილების უფლებაც.


