
პენტაგონის განცხადებით, აშშ არ გეგმავს 22-ტონიანი უკონტროლო რაკეტის ჩამოგდებას, რომლის ჩამოვარდნასაც შაბათს ან კვირას ელოდებიან
07/05/2021 10:18:38 მსოფლიო
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები არ გეგმავს 22-ტონიანი უკონტროლო რაკეტის ჩამოგდებას.
"ჩვენ ბევრი რამის გაკეთების შესაძლებლობა გვაქვს, თუმცა არ ვგეგმავთ რაკეტის ჩამოგდებას. ვიმედოვნებთ, იგი დედამიწაზე ისეთ ადგილზე ჩამოვარდება, სადაც ზიანს არავის მოუტანს. ვიმედოვნებთ, ეს იქნება ოკეანე, ან რაიმე მსგავსი ადგილი. რაკეტა სავარაუდოდ, შაბათს ან კვირას ჩამოვარდება. თუმცა ზუსტი დროის განსაზღვრა ამჟამად შეუძლებელია", – განაცხადა ოსტინმა.
მანამდე, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა და აღნიშნა, რომ ჩინური რაკეტის ნამსხვრევების უმეტესობა ატმოსფეროში შემოჭრისას დაიწვება და დიდი ალბათობით, რაიმე ზიანს არ გამოიწვევს.
რაკეტა, რომელიც პეკინმა კოსმოსური სადგურის გასაშვებად გამოიყენა, ახლა უკონტროლოდ გადაადგილდება.
რაკეტა სიგრძეში დაახლოებით, 30 მეტრია და 22 ტონას იწონის და კოსმოსში 29 000 კილომეტრი საათში სიჩქარით გადაადგილდება.
იგი იმდენად დიდია, რომ დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლისას შესაძლოა, მისი სრული წვა და დაშლა არ მოხდეს.
განახლება
დასახელდა 22–ტონიანი უკონტროლო რაკეტის დაცემის სავარუდო ადგილი