Accentnews.ge
ამირან გამყრელიძე: „რეინფიცირების შემთხვევები გახშირდა და მსუბუქად არ მიდის“

ამირან გამყრელიძე: „რეინფიცირების შემთხვევები გახშირდა და მსუბუქად არ მიდის“

07/05/2021 09:24:12 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყნაში COVID-19-ით რეინფიცირების შემთხვევების გახშირების ტენდენცია ფიქსირდება და პროცესი მსუბუქად არ მიმდინარეობს.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, პროტოკოლის გათვალისწინებული ყველა კვლევის ჩატარება რიგ შემთხვევაში ვერ ხერხდება, რადგან პირვანდელი ინფიცირების ნიმუშებს ზოგჯერ ლაბორატრორიები არ ინახავენ. ამდენად, 50-ზე მეტი საეჭვო შემთხვევიდან საჭირო ანალიზების მოძიება ვერ მოხერხდა და საბოლოოდ რეინფიცირების 3-5 შემთხვევა დაფიქსირდა. ამჟამად კი კვლევაში რამდენიმე ათეული შემთხვევაა:

“წესით, დადებითი ნიმუშები ლაბორატორიებს შენახული უნდა ჰქოდნეთ, მაგრამ სამწუხაროდ, ყოვლეთვის არ არის. 50-ზე მეტი საეჭვო შემთხვევა გვქონდა, მაგრამ ჩამოვიდა და დადგინდა ნამდვილი რეინფიცირება 3-5 შემთხვევა. ახლაც კვლევაში არის რამდენიმე ათეული შემთხვევა რეინფიცირების. ზოგადად ტენდენციაა, რომ გახშირდა და რეინფიცირების შემთხვევები არ მიდის მსუბუქად” – ამბობს ამირან გამყრელიძე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S