გამყრელიძე განმარტავს, შეიძლება თუ არა ვაქცინაციის შემდეგ ალკოჰოლის მიღება
07/05/2021 09:02:00 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე განმარტას, რომ ვაქცინაციის შემდეგ ალკოჰოლის დიდი ოდენობით მიღება მიზანშეწონილი არ არის.
„ის, რაც ქართველებს გვიყვარს, დიდი დალევა არაა მიზანშეწონილი ვაქცინაციის შემდეგ, საკმაოდ დიდი პერიოდი. ერთი ჭიქა შეიძლება, როცა გინდა, ზომიერების ფარგლებში. ისევე, როგორც ზომიერების ფარგლებში ალკოჰოლი წამალია, თუ მივიღებთ დიდი რაოდენობით, ამან, შეიძლება, პრობლემები გამოიწვიოს“,– ამბობს გამყრელიძე.
შეგახსენებთ, რომ დროისთვის საქართველოში ვაქცინაცია „ასტრაზენეკას“, „ფაიზერის“ და „სინოფარმის“ ვაქცინებითაა შესაძლებელი.
გამყრელიძის ინფორმაციით, "კოვაქს პლატფორმაზე", რომელთანაც საქართველო შეთანხმებულია ვაქცინების მოწოდებასთან დაკავშირებით, შესაძლოა, დაემატოს ამერიკული „ნოვავაქსი“ და „ჯონსონი&ჯონსონი“.


