Accentnews.ge
„30 კაბინეტი დაემატება და პრობლემა მოიხსნება" –  გამყრელიძე „სინოფარმის“ ვაქცინაზე საუბრობს

„30 კაბინეტი დაემატება და პრობლემა მოიხსნება" –  გამყრელიძე „სინოფარმის“ ვაქცინაზე საუბრობს

07/05/2021 08:52:59 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ცნობით, მომდევნო კვირის დასაწყისში, 10-11 მაისს „სინოფარმის“ ვაქცინის დასაჯავშნათ 30 კაბინეტი დაემატება.

"ორშაბათ-სამშაბათიდან „სინოფარმის“ დასაჯავშნად 30 კაბინეტი დაემატება და პრობლემა მოიხსნება", - ამბობს გამყრელიძე.

როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, „სინოფარმზე“ ამჟამად 25 ათასზე მეტი ჯავშანია, ხოლო მარაგში ვაქცინის 50 ათასი დოზაა.

ამირან გამყრელიძემ, ასევე თქვა, რომ "კოვაქს პლატფორმაზე", რომელთანაც საქართველო შეთანხმებულია ვაქცინების მოწოდებასთან დაკავშირებით, შესაძლოა, დაემატოს ამერიკული „ნოვავაქსი“ და „ჯონსონი&ჯონსონი“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S