აშშ ავღანეთში დამატებითი ავიაგამანდგურებლების გაგზავნას გეგმავს
07/05/2021 08:40:14 მსოფლიო
„თალიბანის“ გააქტიურების ფონზე, აშშ ავღანეთში დამატებითი ავიაგამანდგურებლების გაგზავნას გეგმავს,– იუწყება „გარდიანი“ პენტაგონის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.
დამატებითმა სამხედრო ტექნიკამ ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გამოყვანის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს.
აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა კომიტეტის თავმჯდომარის შტაბის უფროსის, გენერალ მარკ მილის განცხადებით, ადრე გამოცხადებულ სამხედრო, საჰაერო და საზღვაო ძალების შემადგენლობას, რომელშიც ავიაკრეისერი Dwight D Eisenhower და კატარის სამხედრო ბაზაზე არსებული „B-52“ ტიპის ბომბდამშენები შედიან, კიდევ „F-18“-ის ტიპის შემტევი თვითმფრინავები, ხოლო ქვეითთა ძალებს რამდენიმე ასეული „რეინჯერი“ დაემატება.
მარკ მილის განცხადებით, პენტაგონი ჯარების გამოყვანის შემდეგაც გააგრძელებს სამთავრობო ძალებისთვის დახმარებას, თუმცა რა სახის იქნება ეს დახმარება, ჯერ გადაწყვეტილი არ არის. შესაძლოა, ეს იყოს ავღანეთის შეიარაღებული ძალების გადამზადება და სხვა ქვეყნიდან საჰაერო მხარდაჭერის აღმოჩენა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის შესახებ გასულ თვეს განაცხადა.პროცესი მიმდინარე წლის 11 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს.


