Accentnews.ge
„სცდება საზოგადოებრივი მაუწყებლის სტანდარტს“ – აბსანძე მელაშვილს და მაყურებელს ბოდიშს უხდის

„სცდება საზოგადოებრივი მაუწყებლის სტანდარტს“ – აბსანძე მელაშვილს და მაყურებელს ბოდიშს უხდის

07/05/2021 08:09:53 საზოგადოება

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, ირაკლი აბსანძე ამავე არხზე გასული, დავით გარეჯთან დაკავშირებით გადაღებული დოკუმენტური ფილმის გამო ივერი მელაშვილს ბოდიშს უხდის.

აბსანძე აცხადებს, რომ ფილმმა ივერი მელაშვილისადმი სიძულვილის კამპანიის გაძლიერებას შეუწყო ხელი.

მისივე თქმით, ეთერში გასული მედია პროდუქტი საზოგადოებრივი მაუწყებლის სტანდარტს ეწინააღმდეგება.

"ამ არხზე, ამავე საეთერო დროს, ოღონდ სხვა დღეს, გავიდა მედია პროდუქტი, რომელმაც ხელი შეუწყო ივერი მელაშვილის წინააღმდეგ სიძულვილის კამპანიის გაძლიერებას. ეს სულ მცირე, რაც შემიძლია შევაფასო მე თვითონ. ეს სულ მცირე, სცდება დემოკრატიული ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის სტანდარტს, რაც ამ გადაცემაში ვიხილეთ. ამიტომ ბოდიში ჩემს მაყურებელს და ბატონ ივერისაც", - აცხადებს აბსანძე.

29 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გავიდა დოკუმენტური ფილმი "გარეჯის მთის სიმართლე", რომელსაც საზოგადოებაში გამოხმაურება მოყვა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S