თბილისი და სამი რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში ყველაზე მეტი კოვიდ–ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა
07/05/2021 07:07:23 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 1 547 შემთხვევა გამოვლინდა, 1 131 პაციენტი გამოჯანმრთელდა,18 პირი გარდაიცვალა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 547 შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 907 შემთხვევა;
- იმერეთში – 115;
- აჭარაში – 141
- სამეგრელო – ზემო სვანეთში – 117,
- ქვემო ქართლში – 77,
- შიდა ქართლში – 43,
- გურიაში – 33,
- კახეთში – 52,
- მცხეთა-მთიანეთში – 46,
- სამცხე-ჯავახეთში – 13,
- რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 3
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 16 188, საიდანაც 4 354 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 504, აჭარაში - 521, იმერეთში - 428.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 917 პირი, მათ შორის, თბილისში - 481, აჭარაში - 83, იმერეთში -114. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 180 პირი, მათგან თბილისში - 118, აჭარაში - 10, იმერეთში - 12.
759 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 423 - თბილისში, 331 - აჭარაში.
11 075 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 69 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 61, ხოლო აჭარაში - 7.
სულ 6 ოქტომბრიდან - 6 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 612 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 35 553 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 27 134 პირი, აჭარაში - 2 283, იმერეთში - 1 127.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 25 541 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 212, პისიარტესტით – 11 329.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,06 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 5,66 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 6,76 პროცენტი.
ქვეყანაში სულ აცრილია – 54 687 ადამიანი, დღიურად აცრილია – 3 089.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 319 266 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 298 807 პირი გამოჯანმრთელდა, 4 245 პაციენტი გარდაიცვალა.


