დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი რუის-ურბნისის ეპარქიაში მის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტს ადასტურებს
07/05/2021 07:04:59 საზოგადოება
დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი რუის-ურბნისის ეპარქიაში, გიორგობის დღესასწაულზე, ტრაპეზზე მის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტს ადასტურებს.
სასულიერო პირი ჰყვება, რომ მას სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსის, მეუფე სვიმეონის მძღოლი ფიზიკურად შეეხო.
"სტუმრად ვიმყოფებოდი მეუფე იობთან ჩასული, მითხრეს, რომ იქ იმყოფებოდა მეუფე სვიმეონი. მე მასთან შეხვედრა არ მსურდა და ვთქვი - მირჩევნია ქვეწარმავალს შევხვდე ვიდრე მასთქო. ვაღიარებ, რომ ეს არ უნდა მეთქვა, მაგრამ ადამიანი ხომ შეიძლება ასეთ ხასიათზე იყოს და არ სურდეს ვინმეს ნახვა. მე მეუფესთვის არ მიწოდებია ქვეწარმავალი...
ამას მოჰყვა დაძაბული საუბარი, მეუფე სვიმეონის თანმხლები პირი ფიზიკურად შემეხო," - ამბობს დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი "რუსთავი 2"–თან.
მისივე თქმით, ფაქტის შესახებ ისაუბრეს მეუფე იობთან და ამ ეტაპზე კონფლიქტი ამოწურულია და არ გეგმავს, სამართალდამცველებს მიმართოს.
„არავის ვუჩივი, არავითარი პრეტენზია არ მაქვს. იმედია, ამ საქმეს მსვლელობა არ მიეცემა“,– დანძენს სასულიერო პირი.
არსებული ინფორმაციით, სასულიერო პირს ფიზიკური შეურაცხყოფის შემდეგ მუხლებზე დადგომა და ბოდიშის მოხდა აიძულეს.


