ესტონეთი რუსეთს საჰაერო საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებს
07/05/2021 07:03:14 მსოფლიო
ესტონეთი რუსეთს საჰაერო საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებს.
"5 მაისს ფინეთის ყურეში, კუნძულ ვაინდლოოსთან რუსულმა „ილ-96“-ის ტიპის თვითმფრინავმა ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია", – აცხადებენ ესტონეთის თავდაცვის სამინისტროში.
მისივე ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ თვითმფრინავის ტრანსპონდერი ჩართული იყო, თვითმფრინავს არ ჰქონდა ფრენის გეგმა და საზღვრის დარღვევის დროს ესტონეთის საჰაერო მიმოსვლის სამსახურთან არ არსებობდა ორმხრივი რადიოკავშირი.
ინციდენტთან დაკავშირებით, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩ ალექსანდრე პეტროვს საპროტესტო ნოტა გადასცა.
ესტონეთმა რუსეთი საჰაერო საზღვრის დარღვევაში თებერვალშიც დაადანაშაულა.


