Accentnews.ge
"ტვიტერმა" დონალდ ტრამპის ახალ ვებ–გვერდთან დაკავშირებული ანგარიშიც დაბლოკა

"ტვიტერმა" დონალდ ტრამპის ახალ ვებ–გვერდთან დაკავშირებული ანგარიშიც დაბლოკა

07/05/2021 06:29:13 მსოფლიო

"ტვიტერმა" აშშ–ის ექს–პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ახალ ვებ–გვერდთან დაკავშირებული ანგარიში დაბლოკა. ამერიკული მედიის ცნობით, ანგარიშის აღწერაში ეწერა, რომ სოციალურ ქსელში შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის სახელით მისი ახალი საკომუნიკაციო პლატფორმიდან განცხადებები გაზიარდებოდა.

უცნობია ვინ დგას დაბლოკილი ანგარიშის უკან. დონალდ ტრამპის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ანგარიში ექსპრეზიდენტის ან მასთან დაკავშირებული პირების მიერ არ შექმნილა.

თავად ტრამპის პირადი ანგარიში "ტვიტერმა" რამდენიმე თვის წინ კაპიტოლიუმზე თავდამსხმელების მხარდაჭერის ბრალდებით სამუდამოდ დაბლოკა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S