
ანტისაოკუპაციო აქციის ერთ–ერთ დაკავებულ მონაწილეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
17/07/2019 14:00:24 სხვა, სამართალი
ანტისაოკუპაციო აქციის ერთ–ერთ დაკავებულ მონაწილეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურორ გიორგი მუკბალიანის შუამდგომლობა და 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჯგუფური ძალადობის მუხლით დაკავებული აქციის ოთხი მონაწილიდან ერთ-ერთს, კახა ღავთაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნულ საქმეზე, შემდეგი სასამართლო პროცესი 4 სექტემბრს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის მოსამართლის განჩინების საფუძველზე 4 პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, 1992 წელს დაბადებული კ. ღ. პოლიციელების მიმართ გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით და ცდილობდა მათთვის ფარის წართმევას. ასევე, მან ერთ-ერთი სამართალდამცავი კორდონიდან ხალხის მასაში გაათრია.