ბლინკენმა უკრაინაში ვიზიტი დაასრულა: "რუსული აგრესიის წინააღმდეგ აშშ–ის მხარდაჭერა ურყევია"
07/05/2021 05:45:34 მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა უკრაინაში ვიზიტი დაასრულა.
„კიევში ნაყოფიერი დრო გავატარე პრეზიდენტ ზელენსკისთან და ყველა იმ ადამიანთან ერთად, ვისაც შევხვდი. შეერთებული შტატების მხარდაჭერა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ურყევია. ასევე მხარს ვუჭერთ უკრაინას რეფორმების პროცესში, რომელიც გარდაუვალია სუვერენული, დემოკრატიული და აყვავებული უკრაინის მომავლისთვის“, – წერს ენტონი ბლინკენი სოციალურ ქსელში.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი უკრაინაში ერთდღიანი ვიზიტით ევროპული ტურნეს ფარგლებში იმყოფებოდა. ენტონი ბლინკენი უკრაინის პრეზიდენტს და სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდა.


