Accentnews.ge
რუსეთმა სომხეთში კიდევ 2 სამხედრო საგუშაგო განათავსა

რუსეთმა სომხეთში კიდევ 2 სამხედრო საგუშაგო განათავსა

06/05/2021 18:06:25 მსოფლიო

რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზამ სომხეთში დამატებით ორი საგუშაგო განათავსა. ე.წ. მშვიდობისმყოფელების დისლოკაციის ადგილი ქვეყნის სამხრეთით მდებარე პროვინცია სიუნიკია. ეს რეგიონი აზერბაიჯანსა და მის შემადგენელ ნაწილს – ნახიჩევანს შორის მდებარეობს.

სიუნიკს აზერბაიჯანში ზანგეზურს უწოდებენ. რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ალიევმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ "ზანგეზურის დერეფანი" აუცილებლად უნდა გაკეთდეს და თუ სომხეთი ამაში მონაწილეობის მიღებაზე უარს იტყვის, ბაქო ამ პრობლემას ძალის გამოყენებით გადაჭრის.

რიგი ექსპერტების განცხადებით, რუსეთი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ანტაგონიზმს ისევ სათავისოდ იყენებს და რეგიონში თავის სამხედრო ძალას ზრდის. შეგახსენებთ, რომ რეგიონში რუსული წარმოდგენილობა ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა. კერძოდ, რუსი ე.წ. მშვიდობისმყოფელები ამჯერად აზერბაიჯანში განთავსდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S