Accentnews.ge
"ზუგდიდის მერიის ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ანაზღაურების გარეშე დამტოვა"

"ზუგდიდის მერიის ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ანაზღაურების გარეშე დამტოვა"

17/07/2019 14:01:08 სხვა, სამართალი, საზოგადოება

სამეგრელოში მცხოვრები მიკროავტობუსის მძღოლი ნუკრი შელია თვეებია სახელმწიფო ტენდერის ფარგლებში გაწეული შრომის ანაზღაურებას უშედეგოდ ელოდება. შელიას თქმით, ის ემსახურებოდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ტენდერში გამარჯვებულ ბათუმში რეგისტრირებულ კომპანიას, კერძოდ, ინდ.მეწარმე ლაურა შაქარიანს. ამ კომპანიას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ტენდერის საფუძველზე წვევამდელების ტრანსპორტირება ზუგდიდიდან თბილისში და თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით გადაყვანა ჰქონდა დავალებული. მძღოლი განმარტავს, რომ მას ბათუმელი რამაზ შაინიძე დაუკავშირდა, ტენდერის შესახებ უამბო და ამ მომსახურებაში დახმარების გაწევა სთხოვა. თავდაპირველად თანამშრომლობა წარმატებით შედგა, თუმცა შემდეგ მოვლენები სხვაგვარად წარიმართა. 

„ჩემი დანაშაული ის არის რომ არ მაქვს გაფორმებული ხელშეკრულება. მე გლეხი კაცი ვარ. ჩემი შრომით ვმუშაობ, როდესაც მითხრეს რომ სახელმწიფო ტენდერია, პირველ ჯერზე გადამიხადა და ა.შ. ვიფიქრე, რომ ისეთივე წარმატებით დასრულდებოდა ჩვენი ურთიერთობა, როგორც დაიწყო. ახლა ტელეფონსაც არ პასუხობს. ამას ასე არ დავტოვებ და ყველა შესაბამის ორგანოს მივმართავ და ჩემს სიმართლეს დავატმკიცებ. აქ ფულზე არ არის საუბარი, ყველამ უნდა გაიგოს ამ ადამიანების შესახებ, რომ სხვაც არ გახდეს მათი მსხვერპლი“, - აცხადებს მძღოლი. 

ნუკრი შელია მიმართავს შესაბამის ორგანოებს, ამ საქმით დაინტერესდნენ. ნუკრი შელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში ცხოვრობს და ის ოჯახში ერთადერთი მარჩენალია. 

„აქცენტი“ ლაურა შაქარიანს დაუკავშირდა, რომელიც მოკლე კომენტარით შემოიფარგლა. 

„იყო ეს პირი გაფორმებული კომპანიაში, ხელშეკრულება ჰქონდა? - არა. დიდი ბოდიში, არ მცალია“, - განაცხადა შაქარიანმა.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S