
რიო-დე-ჟანეიროში ნარკომოვაჭრეებსა და პოლიციას შორის სროლას სულ მცირე 25 ადამიანი ემსხვერპლა
06/05/2021 16:39:38 მსოფლიო
რიო-დე-ჟანეიროს ერთ-ერთ უბანში, მეტროში ნარკომოვაჭრეების წინააღმდეგ სპეცოპერაციას, სულ მცირე, 25 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან პოლიციელებიც.
მედიის ინფორმაციით, სროლის დროს დაიჭრა მეტროს ორი მგზავრიც.
პოლიციელი, რომელიც ოპერაციის დროს თავში დაიჭრა, ადგილზე გარდაიცვალა.
ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ოპერაციაში 200-ზე მეტი პოლიციელი მონაწილეობდა.
მომხდარზე სხვა დეტალები ამ დროისთვის არ ვრცელდება.