Accentnews.ge
"უკრაინაში და მის საზღვრებთან ათობით ათასი რუსი სამხედრო რჩება"

"უკრაინაში და მის საზღვრებთან ათობით ათასი რუსი სამხედრო რჩება"

06/05/2021 15:48:17 მსოფლიო

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ "უკრაინაში და მის საზღვრებთან ათობით ათასი რუსი სამხედრო რჩება".

"რუსეთმა თავისი ჯარების ნაწილი გამოიყვანა უკრაინის საზღვრიდან, თუმცა ათობით ათასი კვლავ რჩება რეგიონში. საერთო ჯამში, რუსების მნიშვნელოვანი წარმოდგენილობის მომსწრენი ვართ – ახლა ბევრად მეტი რუსული ჯარია უკრაინაში და მის გარშემო, ვიდრე დაძაბულობის ბოლოდროინდელ ზრდამდე იყო", – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

დღეს კიევში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი კვლავ წარმოადგენს სამხედრო საფრთხეს უკრაინის საზღვარზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S