Accentnews.ge
უკრაინული მედია – დონბასში საოკუპაციო ძალების მხრიდან ცეცხლის გახსნის შედეგად ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

უკრაინული მედია – დონბასში საოკუპაციო ძალების მხრიდან ცეცხლის გახსნის შედეგად ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

06/05/2021 15:00:02 მსოფლიო

დონბასში რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ცეცხლი გაუხსნეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი უკრაინელი სამხედრო, ერთი კი მძიმედ დაშავდა, – იუწყება უკრაინული მედია უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბზე დაყრდნობით

მისი ცნობით, საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი გახსნეს დასახლებული პუნქტის, ნოვოტროიცკოეს მახლობლად. პრორუსმა მებრძოლებმა გამოიყენეს ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნები, მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევები და სხვა იარაღი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინელი სამხედროების პოზიციებისთვის ცეცხლის გახსნა უკრაინაში ნიდერლანდების, ბელგიისა და ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრის, ასევე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის ვიზიტის ფონზე მოხდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S